ზაზა შათირიშვილი: სკანდალური და აღმაშფოთებელია, რომ ერთი მხრივ, შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს

ზაზა შათირიშვილი: სკანდალური და აღმაშფოთებელია, რომ ერთი მხრივ, შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს

„2 დღის წინ, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რითაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გლობალური ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებენ“-ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

ზაზა შათირიშვილიქართული ოცნებისდამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია შვეიცარიულ ბანკთან დავაზე და ყურადღებას ამახვილებს ამ პროცესში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მონაწილეობაზე, რომელზეც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება? თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს.

წარმოიდგინეთ - შვეიცარიის ბანკი ჯულიუსი ბაერი დიდი ხნის მანძილზე უპრობლემოდ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო 2024 წლის 29 აპრილის შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია საჯაროდ ამხილა ანტიქართულ გეგმებსა და ქმედებებში, ბანკმა მისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა დაიწყო. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა აშშ - ის უკვე წარსული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებები საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ.

თუმცა - კიდევ უფრო სკანდალური და აღმაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის გუშინდელი განცხადება, სადაც ფაქტობრივად, ყველა კითხვის ნიშანი იხსნება. ერთი მხრივ, ხელით მართვას დაქვემდებარებული შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რომელზეც საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ მათგანზე ბრალდებულია, ხოლო მეორეზე გამოძიება მიმდინარეობს. არ გასცემს მასზე ინფორმაციას, რითაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევს. თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება? თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს.

ერთია მისი ქმედებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეა მისი ბოლოდროინდელი, აშკარად ჯაშუშური საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ის სრულად ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციისათვის გარეთ დაწერილ სცენარში. კერძოდ - დადის აქციებზე, გამჭვირვალობის კანონს უწოდებს რუსულ კანონს, ვითომ და ევროპის სახელით ღიად მონაწილეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა ბულინგში, არისტვ პირველის" საყვარელი რესპონდენტი, ხოლო არჩევნების წინა საღამოს ამ არხზე პატრონებმა იმდენი სისულელე და ტყუილი ალაპარაკეს, რომ დიდი ნაწილის დამახსოვრება თავად არ ჰქონდა მოსწრებული“-აღნიშნულია განცხადებაში.