აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„ეს არის რთული, ტრაგიკული კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ვლადიმირ პუტინმა და რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და ასევე რუსეთს, მაგრამ ასევე ევროპის სტაბილურობას. ასე რომ, ერთადერთი გზა ამ საკითხების გადასაჭრელად არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პრაგმატიზმს, მაგრამ ასევე უნდა დავუბრუნდეთ სერიოზულობას და ეს არის დიპლომატიის მძიმე სამუშაო. აქ შეერთებულმა შტატებმა უნდა ითამაშოს თავისი როლი“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.