„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ ამერიკული პოლიტიკის ცალკეული წარმომადგენლის მიმართ გაკეთებულ შეფასებებს. კერძოდ იმას, თუ როგორ დაახასიათა აშშ-ს პრეზიდენტმა ლიზ ჩეინი და ადამ კიზინგერი. ტრამპმა პირველს „კატასტროფა“, მეორეს კი, „მტირალა მთვარეული“ უწოდა.
„ფრანგულ კინოფილმ „ანჟელიკა და მეფე"-ში ნაძირალა უფლისწულის ამალა, რომლებსაც პედოფილები და ცისფერები შეადგენდნენ - პატარა ბიჭუნაზე იძალადებს და მოკლავს მას. ამ მკვლელობის მოწმე ანჟელიკას მიერ გადარჩენილი პოეტი ყოველდღიურად ლექსად ამხელს ამ დანაშაულის თითო მონაწილეს.
ტრამპის ქმედებებმა შემახსენეს ეს ეპიზოდი. სოროსი...ბლინკენი...ჩეინი...კიზინგერი - უილსონს ველოდები და "დიფ სთეიტის" ფროილაინთა დანარჩენ წარმომადგენლებს. სანამ „ტუზებამდე", სადამ „უფლისწულამდე" არ მივალთ. „ანჟელიკაში" პოეტს ბოლო ლექსს არ დააწერინებენ - მოკლავენ. ტრამპს გამძლეობა და საქმის ბოლომდე მიყვანა ვუსურვოთ!" - წერს დავით ქართველიშვილი.