გვაქვს მოლოდინი, რომ ერთი მხრივ აშშ დააფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გაწია ამერიკის ინტერესებისთვის და მეორე მხრივ, საერთო ინტერესების საფუძველზე აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას

გვაქვს მოლოდინი, რომ ერთი მხრივ აშშ დააფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გაწია ამერიკის ინტერესებისთვის და მეორე მხრივ, საერთო ინტერესების საფუძველზე აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთება და აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთი მხრივ აშშ დააფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასული წლების განმავლობაში გაწია ამერიკის ინტერესებისთვის და მეორე მხრივ, ჩვენ საერთო ინტერესების საფუძველზე აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას და დავუბრუნდებით ნორმალური განვითარების რელსებს“, - აცხადებს მახაშვილი.