დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტარმერი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას.
„აშშ-ში მიღებულია, რომ უცხოურ მთავრობებს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალურად წარმოადგენენ მათი ელჩები, ხოლო ბრიტანეთის ელჩი წარმოადგენს გაერთიანებულ სამეფოს“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანმა.
„ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან [ტრამპთან] მუშაობას და თქვენ იცით, რომ ორივე ლიდერი მოუთმენლად ელოდება შეხვედრას რაც შეიძლება მალე“, - დასძინა მან.