ლელა კურდღელაშვილი: ეს მწვანეჰალსტუხიანი ჯო უილსონი ვის დაეკარგა თავისი ტვიტებით და ანტიირანული, ანტიჩინური წიაღსვლებით?

ლელა კურდღელაშვილი: ეს მწვანეჰალსტუხიანი ჯო უილსონი ვის დაეკარგა თავისი ტვიტებით და ანტიირანული, ანტიჩინური წიაღსვლებით?

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც
, სომხეთის ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე.

როგორ კურდღელაშვილი აღნიშნავს, ეს განცხადება ფაშინიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ აშშ-ს წარმავალ ადმინისტრაციასთან სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმა. 

მისივე თქმით, ირანს ხელი არ შეუშლია კი არა და სომხეთისთვის უფრო არსებითი ამბავი ყოფილა მასთან ურთიერთობა და ახლა უნდა ჩამოყალიბდნენ თბილისსა და
ვაშინგტონში, ჯო უილსონი ვის დაეკარგა თავისი ტვიტებით და ანტიირანული და ანტიჩინური წიაღსვლებით. 

"ფაშინიანი: ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია. 

ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ აშშ-ს წარმავალ ადმინისტრაციასთან სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმა. მოკლედ, ირანს ხელი არ შეუშლია კი არა, და სომხეთისთვის უფრო არსებითი ამბავი ყოფილა მასთან ურთიერთობა
და ახლა ჩამოყალიბდნენ თბილისსა და ვაშინგტონში, ეს მწვანეჰალსტუხიანი ჯო უილსონი ვის დაეკარგა თავისი ტვიტებით და ანტიირანული და ანტიჩინური წიაღსვლებით? 

პ.ს. საერთოდ ცალკე თემაა, რატომ გაუფორმა ბლინკენმა სომხეთს სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ახლა და როგორი იქნება ამ პარტნიორობის ან სომხეთის მომავალი. მაგას დრო გვიჩვენებს ყველაზე კარგად და თან, მალეც", - წერს ლელა კურდღელაშვილი.

https://www.facebook.com/lela.kurdgelashvili/posts/pfbid0QTGe9U2N1Coi88Ufo6uC66xkLoc9kB4vJjjomxdCefW7zDSBhQt5j6cM4h2wSDXHl