გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა.
„თქვენ თავად იცით, რომ როთიც, შოლციც ძალიან აკრიტიკებდნენ ილონ მასკს მისი პოსტების გამო, რომ ერთი პოსტი თურმე ითვლებოდა გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევად და თურმე არაერთი ვიზიტი საქართველოში, არაერთი განცხადება, შეფასება, მიტინგებზე ჩამოსვლა და ა.შ. ეს არ ყოფილა ჩარევა საშინაო საქმეებში.
რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის ისევე, როგორც არის მიუღებელი, როგორც გითხარით, რადგან ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.