აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მასშტაბურ ხანძარს ლოს-ანჯელესში იმიტომ ვერ აქრობენ, რომ თავის დროზე ამერიკის მთავრობამ უკრაინას სახანძრო აღჭურვილობა გადასცა.
„რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურმა თავისი მარაგების უმეტესობა უკრაინას გადასცა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა უმცროსმა.
მან საკუთარ პოსტს მიამაგრა 2022 წლის მარტით დათარიღებული ამერიკული გამოცემების სტატიები, სადაც წერია, რომ აშშ-მა უკრაინას სახანძრო აღჭურვილობა გადასცა.
ტყის მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა. ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 70 000-ზე მეტმა ადამიანმა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, გაჩენილი ხანძრის გამო, 400 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
თუმცა, გრენლანდიას, პანამას და კანადას ტანკითა და ბომბით მოდრიკავ, თუ დამშევით, დიდი სხვაობაა?