ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს ამზადებენ მსოფლიოში. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა

ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს ამზადებენ მსოფლიოში. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა

არსებობს თუ არა გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“, ეს ყველაზე კარგად ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იცის. - ამ სათაურით აქვეყნებს წერილს საზოგადოება  ,, ქართული". 

ვრცელ წერილში დეტალურადაა მოყვანილი მაგალითები  გლობალური ომის პარტიის და ე. შ.

,, დიფ სთეითის" არსებობის შესახებ, რის შესახებაც  თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ათეული წლებია  ღიად საუბრობენ. 

"ტერმინი ,,ომის პარტია" (War Party)  ერთმნიშვნელოვნად არ არის ქართული ოცნების ექსკლუზივი, იგი ხშირად გამოიყენება დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში და წარმოადგენს მეტაფორას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყენებს აშშ ორივე პარტიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის  და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მთელ მსოფლიოში სამხედრო ინტერვენციებს უჭერენ მხარს.

სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გავლენების საფრთხეებზე ჯერ კიდევ დუაიტ ეიზენჰაუერმა, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტმა ილაპარაკა 1961 წლის 17 იანვარს თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში: „ამერიკული სამხედრო დაწესებულებების შემდგომი განვითარების საჭიროებით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და თავიდან ავიცილოთ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის დაუდევარი გავლენის შესაძლებლობა. მთავრობის ყველა ოფისში, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა არ დავუშვათ, რომ ამ კომბინაციით საფრთხე შეექმნას ჩვენს თავისუფლებას ან დემოკრატიულ პროცესს.“

ანალოგიური იყო აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის გაფრთხილება, რომელიც მან 1961 წლის 27 აპრილის გამოსვლაში დააფიქსირა: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით მთელ მსოფლიოში მონოლითურ და დაუნდობელ შეთქმულებას, რომელიც იყენებს დაფარულ მეთოდებს გავლენის გასავრცელებლად... ეს არის სისტემა, რომელმაც გააერთიანა უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსები ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც სამხედრო, დიპლომატიურ, სადაზვერვო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს აერთიანებს.“ თემა აქტუალურია დღესაც, რაზეც მეტყველებს არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგის განცხადება.
 
დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45 და 47-ე პრეზიდენტი: „ორივე მხარე ვაშინგტონში (დემოკრატები და რესპუბლიკელები) აერთიანებს ომის პარტიის ელემენტებს, რომელთაც სურთ, რომ დავრჩეთ უსასრულო ომებში.“

რონ პოლი, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი და 2008 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი: „ომის პარტია ვაშინგტონში ყოველთვის შეეცდება სამხედრო კონფლიქტის დაწყებას. მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს.“

ბერნი სანდერსი, დემოკრატი სენატორი და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი: „დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ორივე იდგა უსასრულო ომების უკან“.

ნოამ ჩომსკი, ამერიკელი ფილოსოფოსი,  პუბლიცისტი: „ე. წ. ომის პარტიის ძალაუფლება საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში მხოლოდ ელიტების ინტერესებს ემსახურება და ამერიკული მოსახლეობა ჩართულია კონფლიქტებში, რომლებიც მისთვის არ არის სასარგებლო“.

კრისტოფერ ჰიჩენსი, ამერიკელი ჟურნალისტი , პუბლიცისტი და მწერალი: „ომის პარტიის ლიდერები ხშირად იყენებენ შიშის ნარატივს, რათა გამართლება მისცენ ომის პროვოცირებას, მაგრამ სინამდვილეში, მათი მიზანი სხვა ძალების გავლენის გაძლიერებაა, რასაც განგაშის მუდმივად შექმნის ხარჯზე ახორციელებენ“

ომის პარტიის ტერმინს ორგანულად უკავშირდება ტერმინი “Deep state” (ღრმა სახელმწიფო). ამერიკულ პოლიტიკაში მასში გულისხმობენ არაფორმალურ, ფარულ ქსელს, რომელიც მმართველ სტრუქტურებზე  არჩეული ხელისუფლების კონტროლის მიღმა ახდენს გავლენას.

აშშ-ში ტერმინი „დიფ სთეითი“ პოპულარული გახდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად იყენებდა ამ ტერმინს იმის აღსანიშნავად, რომ გარკვეული, სისტემაში ჩართული ელიტები ან ბიუროკრატიული ინსტიტუტები ეწინააღმდეგებოდნენ მის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ტრამპისა და მისი მომხრეების მტკიცებით, “ „დიფ სთეითი” მოიცავდა დაზვერვის, უსაფრთხოების და სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, რომლებიც, მათივე აზრით, ადმინისტრაციასთან ფარულად დაპირისპირებას ეწეოდნენ.

დონალდ ტრამპი: „დიფ სთეითი“ უტევს ჩვენს დემოკრატიას. ისინი არ აძლევენ ხალხს იმის უფლებას, რომ მათ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა თავისუფლად იმოქმედოს.”

ჩაკ შუმერი (Chuck Schumer), დემოკრატიული პარტიის სენატორი:  „თუ დაუპირისპირდებით სადაზვერვო სააგენტოებს, მათ ექვსი სხვადასხვა გზით შეუძლიათ თქვენს წინააღმდეგ მუშაობა, და ისინი ამას აკეთებენ, როცა საჭიროდ მიიჩნევენ.“

სტივენ ბენონი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი და იდეოლოგი: „ეს არის მუდმივი სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ და ცდილობს შეაჩეროს ცვლილებები.“

უილიამ ბარი, ყოფილი გენერალური პროკურორი: „არსებობს მუდმივი სამთავრობო ინსტიტუციები, რომლებიც ყოველთვის არ მოქმედებენ საჯარო ინტერესებში. ამას შეიძლება ვუწოდოთ „დიფ სთეითი“ . ეს არის ის, რაც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა გამოვიკვლიოთ და ვაკონტროლოთ.“

ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“, ხოლო დღეისათვის ეს ამოცანა მისი გუნდისთვის მთავარ პოლიტიკურ დოქტრინას  წარმოადგენს. - ნათქვემია საზოგადოება ,, ქართულის" მიერ გავრცელებულ წერილში.