საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთში ახალი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.
„საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს. ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ გუშინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისში აქციის მონაწილეებსა ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.
https://x.com/shpapuashvili/status/1876537016512630952?t=5Att_-QR48P14pVzHwI82w&s=19
ჰიტლერი რომ მიაწვა, საფრანგეთმა გირჩზურაბასებურად ჩაიხადა და ვნებით დანებდა გერმანელებს ... იმ ომში ფრანგები თანაბარი ოდენობით იბრძოდნენ ჰიტლერის წინააღმდეგ და მის მხარდამხარ ...ომის შემდეგ საფრანგეთიც რომ გამარჯვებულებში შეტენეს (?) და კაპიტულაციაზე მისულ კეიტელსა და იოდლს იქ იქ რუსებთან, ინგლისელებთან და ამერიკელებთან ერთად დე გოლი და სხვა ბაყაყიჭამიები დახვდნენ, გაოცებულებმა იკითხეს, ესენიც გამარჯვებულები არიანო? :))