ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის 8-10 იანვარს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ პია კაუმას ღია წერილით მიმართავენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას 8-10 იანვარს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ პია კაუმას ღია წერილით მიმართავენ. ისინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებას ურჩევენ და აღნიშნავენ, რომ ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესს და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

სამ ოპოზიციურ გაერთიანებას მოგვიანებით, ცალკე პირადი წერილით შეუერთდა გიორგი გახარიაც. პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარე პია კაუმას მოუწოდებს გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანს და დროს, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას.

კანუდოსელი ასე იყო ოდითგანვე, არაფერი იცვლება, ღალატი, ღალატი და ისევ ღალატი!
1 დღის უკან