ზურაბ ქადაგიძე: ლუსტრაციის კანონს ითხოვდა მთელი საქართველო, რომ დეკლარირებულად გარკვეულიყო ვინ იყო ქვეყნის მტერი, ახლა, მთელი ჯაშუშთა ქსელი ღიად მონოპოლისტი ჯაშუშის წოდებისთვის იბრძვის

ზურაბ ქადაგიძე: ლუსტრაციის კანონს ითხოვდა მთელი საქართველო, რომ დეკლარირებულად გარკვეულიყო ვინ იყო ქვეყნის მტერი, ახლა, მთელი ჯაშუშთა ქსელი ღიად მონოპოლისტი ჯაშუშის წოდებისთვის იბრძვის

ხალხის ძალისწევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციური პარტიების: “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისდაძლიერი საქართველოსმიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები პია კაუმას ვიზიტის გადადებას ითხოვენ.

ვირთხების რბოლა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, ხან გვარამიას "სმარტ" ნაცები, ხან გოიმი ორთოდოქსი მიშისტები, ხან თაღლითი ნაცები, ხან  მელიას "ხურდა"-გახარია ლიდერობს-ხოლმე და ხანაც "კოლექტიურად"  ასპარეზობენ ჯაშუშთა სპრინტში!

ამჯერად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სთხოვენ, თუ არ გმობთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, ჩამოსვლისაგან მაინც შეიკავეთ თავი, თორემ თავზე გვემხობა "ნარატივი" და ვეღარ "ვაპრავებთ" არჩევნების არალეგიტიმურობასო...

ისე,  რა დრო მოვიდა - ლუსტრაციის კანონს ითხოვდა მთელი საქართველო, რომ დეკლარირებულად გარკვეულიყო ვინ იყო ქვეყნის მტერი და საქართველოს სუვერენიტეტის ხელმყოფი კულისებში და ახლა, მთელი ჯაშუშთა ქსელი, არა  მანიპულაციურ, ჩრდილში მყოფ პოლიტიკას, არამედ ღიად პირველი შპიონისა  და  მონოპოლისტი ჯაშუშის წოდებისთვის იბრძვის!”- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

მარბიელი შენ, ნიკოლეიშვილი, აბაშიძე და კიდევ არაერთი ვისი ხურდა ხართ? შემძვრალი ხართ და ვიღაცეების უკანალიდან კნავიხართ; დაფინანსება რომ გამოიმუშავოთ, ლანძღავთ და თათხავთ ოპოზიციას!
გასაგებია, რომ განსაკუთრებით ეკონომიკის, კორუფციისა და ტენდერების სათავისოებისთვის მიყვავილების მიმართულებით არცთუ უშეცდომო ხელისუფლების პოზიცია სუვერენიტეტთან, მეორე ფრონტთან, შემოსული თანხების გამჭვირვალობასა და ოჯახურ ღირებულებებთან სწორი და გამართულია, მაგრამ თქვენ ე.წ. ექსპერტები და მკვლევარები კობახიძისა და მაჭარაშვილის ლექსიკით კი არ უნდა საუბრობდეთ, არამედ "მტერისა" და "მოღალატის" გარეშე ლოგიკით და არგუმენტებით საზოგადოების შერიგებისა და გაერთიანებისათვის ზრუნავდეთ; არა მჯერა, რომ საზღაურს მხოლოდ ამ პირდაღებულ ლანძღვასა და დაპირისპირების გაღვივებაში გიხდიდეთ!
ხელისუფლებით უკმაყოფილოების აზრი ცალ ფეხზე მდგომთა აზრს ბევრ რამეში რომ ემთხვევა, ამან არ უნდა დაგაფიქროთან თქვენ და ან კობახიძე, მდინარაძი, ზარქუა?
1 დღის უკან