ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! საქართველოს სიყვარულმა გვაკურთხოს და გაგვაერთიანოს!

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! საქართველოს სიყვარულმა გვაკურთხოს და გაგვაერთიანოს!

დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! ნაბიჯების, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების საახალწლო მილოცვაში.

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და სულიერ სიძლიერეს!
შეგვძლებოდეს, ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძალისხმევის ღირსეული მემკვიდრეები - ხალხი, რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და სამშობლოსადმი ერთგულებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ვქმნით!

დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! ნაბიჯების, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება.

ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე.

დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს! მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ დაუღალავი შრომით, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და ნამდვილი პატრიოტიზმით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს გაბრწყინებას და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას!

საქართველოს სიყვარულმა გვაკურთხოს და გაგვაერთიანოს!

გილოცავთ!!!“,- ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მილოცვაში.

დოი ჩვენ ის საქართველო ვართ,ვინც ილია მოკლა,საჯიჯგნად,დაასახიჩრა და ბოლოს ტყვია დაახალა!..ვერ ვსწავლობთ ჭკუას და როდემდე უნდა ვჯიჯგნოთ საკუთარი ხელით ეს საცოდავი ქვეყანა!...ბიძინას თავი დაანებეთ მართლა ლიბერალი ფაშისტებო!.საქართველოს გაუმარჯოს მონობისა და მიმთითებლების გარეშე!
2 დღის უკან