ირაკლი კობახიძე: ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, ჩვენ მივიტანეთ ქართველ ხალხამდე გზავნილი და მათ გაიზიარეს

ირაკლი კობახიძე: ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, ჩვენ მივიტანეთ ქართველ ხალხამდე გზავნილი და მათ გაიზიარეს

ბოლო წელი იყო გამორჩეულად რთული, მათ შორის იმიტომაც, რომ ვიხილეთ რევოლუციის ორი მცდელობა,თუმცა საზოგადოების თანადგომით მოვახერხეთ ყველა სირთულის დაძლევა და საბოლოოდ მივაღწიეთ დიდ წარმატებებს, დავიცავით საკვანძო ეროვნული ინტერესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკასთან“.

„არის ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის იდენტობას და ფასეულობებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი ფასეულობებისთვის ვიბრძოლოთ. დღეს ჩვენი ქვეყანა არის, დამოუკიდებელი როგორც არასდროს და სუვერენული როგორც არასდროს!

რეალურად, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას უკავშირდებოდა, ეს ბრძოლა წარმატებით გავიარეთ, განსაკუთრებით ამ გამოწვევების ფონზე, რაც დაკავშირებულია ტერიტორიების ოკუპაციასთან. განვამტკიცეთ სუვერენიტეტი და სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა.

სწორედ ასეთი პრაქტიკული ნაბიჯებით ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. მომავალშიც პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რამდენადაც ძლიერია ეკონომიკა, იმედად ძლიერია სახელმწიფო და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანა, ამბიციური მაგრამ რეალისტური, ოთხი წლის თავზე გვინდა რომ 40 მლრდ-ით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა, 4%მდე შემცირდეს სიღარიბე და უმუშევრობა, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. ნიშნავს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნიშნავს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენი პოზიციების განმტკიცებას

ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.