ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილზე: და რა უნდა ქნას, უნდა გამაგრდეს რეზიდენციის შენობაში, ბარიკადები უნდა მოაწყოს და შემდეგ შემოიკრიბოს თავისი დესტრუქციული ოპოზიცია?

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილზე: და რა უნდა ქნას, უნდა გამაგრდეს რეზიდენციის შენობაში, ბარიკადები უნდა მოაწყოს და შემდეგ შემოიკრიბოს თავისი დესტრუქციული ოპოზიცია?

და რა უნდა ქნას, უნდა გამაგრდეს რეზიდენციის შენობაში, ბარიკადები უნდა მოაწყოს და შემდეგ შემოიკრიბოს თავისი დესტრუქციული ოპოზიცია? - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

„რა განცხადება უნდა გავაკეთო ქალბატონზე, კონსტიტუციის დამრღვევზე უკვე არაერთხელ, გამოდის და იძახის, რომ არ უნდა დავტოვო რეზიდენციის შენობა? და რა უნდა ქნას, უნდა გამაგრდეს რეზიდენციის შენობაში, ბარიკადები უნდა მოაწყოს, შემდეგ შემოიკრიბოს თავისი დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც იქ ფანჩატურ 2-ში სხედან? რა გასაკვირია ქალბატონისგან ასეთი განცხადებები, რომლებიც ყველას კარგად გვახსოვს, წინასაარჩევნოდ ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბად უნდა ვაქციოო პრეზიდენტის სასახლე. არ უნდა დაავიწყდეს არავის, არც მათ პატრონებს და არც მას და მის თანამზრახველებს, რომ ისინი ცხოვრობენ სახელმწიფოში, სადაც კანონები კანონობს და სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია თავის მოწოდების სიმაღლეზეა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ხვალ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. პარლამენტში სამზადისი მიმდინარეობს. ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შედგება.