კარლ ბილდტს თუ უნდა, რომ გუბერნატორი დაგვინიშონ აქ საქართველოში, ეს დრო წავიდა 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც გარედან გვინიშნავდნენ გუბერნატორებს და ცეკას მდივნებს. კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკას მდივანს ვერ დანიშნავსამ ქვეყანაში და ვერც ვერანაირი ჩინოვნიკი რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და ბოლომდე დაიცავს სუვერენიტეტს.
„კარლ ბილდტს თუ უნდა, რომ გუბერნატორი დაგვინიშონ აქ საქართველოშ, ეს დრო წავიდა 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც გარედან გვინიშნავდნენ გუბერნატორებს და ცეკას მდივნებს. ეს არ არის ის დრო. კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკას მდივანს ვერ დანიშნავსამ ქვეყანაში და ვერც ვერანაირი ჩინოვნიკი რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან. დღეს არ არის ის დრო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო და ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ასეთ განცხადებებს მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, კარლ ბილდტი ყველამ იცის, რომ არის ძალიან დიდი ხნის მეგობარი იმ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა", აქედან გამომდინარე, მისი ასეთი განცხადებების არავის უკვირს", - განაცხადა პრემიერმა.