„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ არჩევნებზე მიღებული ხმები ფაქტობრივად აღიარეს. საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, მათ შორრის 5 ოპოზიციური პარტიაა.
კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 6 100 055 ლარი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1 556 070 ლარი
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ - 1 645 775 ლარი
„გახარია საქართველოსთვის“ - 1 307 590 ლარი
„ლელო საქართველოსთვის“ - 1 414 590 ლარი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 752 995 ლარი
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - 811 115 ლარი
თუმცა, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.