ლევან მახაშვილი: მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, დარჩეს სამართლებრივ სივრცეში

ლევან მახაშვილი: მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, დარჩეს სამართლებრივ სივრცეში

მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, დარჩეს სამართლებრივ სივრცეში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

„პრეზიდენტს აქვს ძალიან მარტივი არჩევანი. იგი ან მშვიდობიანად გადააბარებს თავის ძალაუფლებას, ან მან ამჯერად ოფიციალურადაც გადაინაცვლოს არასამართლებრივ სივრცეში, რისი დასასრულიც ძალიან მარტივია. ყველამ ვიცით - თუ დაარღვევ კანონს, მაშინ შენ გექნება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი აპირებს, ეს არის ცალსახად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.