რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა. ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ კომპანიათა ჩამონათვალს, რომლებიც მსხვილ შემოსავალს რუსული ბაზრიდან იღებენ.
მისი თქმით, ამ კომპანიების მთელი შემოსავალი რუსული რუბლია და რომ არა რუსეთის ბაზარი, ალბათ ვერც იარსებებდნენ.
“რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა.
ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე.
"გორგიას", "ბარამბოს", "კამპას" და ა.შ. პროდუქცია ევროპაში არავის სჭირდება ან თუ სჭირდება, ძალიან მცირე რაოდენობით. მთელი მათი შემოსავალი რუსული რუბლია, რომ არა რუსეთის ბაზარი, ალბათ ვერც იარსებებდნენ.
ამ კომპანიების დამფუძნებლები კი ორპირა ვირეშმაკები არიან, აქეთაც არიან და იქითაც.
შეირგეთ რა რაც ამ ხელისუფლების ხელში გაქვთ თავისუფალი ბიზნეს-გარემო, დააფასეთ და მორჩით ორმაგი სტანდარტით თამაშს,”- წერს ნინო ფოჩხუა.