საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებას გამოეხმაურა.
„კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან უნდა ამოვიდეთ და თუკი დამოუკიდებელ ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა და გვაქსვ სურვილი, სუვერენულ ქვეყნებთან გვქონდეს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობა, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის, ხალხის, ერის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ მიაჩნიათ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - დაწერა ბილდტმა.