ლევან მახაშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი განცხადებები ასულდგმულებს იმ რადიკალიზაციას, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ვხედავთ

ლევან მახაშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი განცხადებები ასულდგმულებს იმ რადიკალიზაციას, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ვხედავთ

სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი განცხადებები ასულდგმულებს იმ რადიკალიზაციას, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ვხედავთ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

„როდესაც მსგავსი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი აკეთებს ასეთ შეფასებას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის აღმაშფოთებელია. იმის ნაცვლად, რომ ყველამ, მათ შორის, ამ ადამიანმაც, პატივი სცეს 26 ოქტომბერს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, ამის ნაცვლად იგონებენ რაღაც ფრანკენშტეინისეულ სქემებს, რომელიც არც ევროპულია, არც ცივილური და რაც მთავარია, არც რაიმე სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი განცხადებები ასულდგმულებს იმ რადიკალიზაციას, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ვხედავთ“, - განაცხადა მახაშვილმა.

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ მიაჩნიათ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - დაწერა ბილდტმა.