შალვა პაპუაშვილი: ჩვენ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი გვეყოლებოდა, აბა ორი ხომ არა. ოპოზიციას ჯამურად 130 მანდატი ჰქონდა, მათ შეეძლოთ 4 კანდიდატი დაესახელებინათ

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი გვეყოლებოდა, აბა ორი ხომ არა. ოპოზიციას ჯამურად 130 მანდატი ჰქონდა, მათ შეეძლოთ 4 კანდიდატი დაესახელებინათ

300-წევრიანი კოლეგიიდან მიხეილ ყაველაშვილი 224 ხმით არის არჩეული. ჩვენ ერთი კანდიდატი გვეყოლებოდა, აბა ორი ხომ არა. ოპოზიციას ჯამურად 130 მანდატი ჰქონდათ - ადგილი საარჩევნო კოლეგიაში, მათ შეეძლოთ 4 კანდიდატი დაესახელებინათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„[ინაუგურაციის] ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები ელჩები, იქნება ასევე მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საპატრიარქოს წარმომადგენლები. ინაუგურაციის ორგანიზებას უძღვება პარლამენტის თავმჯდომარე, მე არც მქონდა განსაზღვრული რომ უცხო ქვეყნის წარმოიდგინებიან მომეწვია ამ ინაუგურაციაზე, ამავე დროს თავად დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს არ არის მთავარი განმაპირობებელი, არამედ მთავარია ის, რომ ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, რომ თავად დაესწრონ საარჩევნო კოლეგიის წევრები, ვინც პრეზიდენტი აირჩია და ასევე სრულად იყოს კონსტიტუციური ორგანოები წარმოდგენილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.