მაღალხარისხიანი ორთოპედიული ბალიშების ფართო არჩევანს მომხმარებლებს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია ლატექსის მასალისგანაა დამზადებული, გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს, რომელიც იხსნება და ირეცხება, ეს კი გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ბრენდის - Morsa Cyberg/მორსასა სამედიცინო ბალიშებს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ორთოპედიული კისრის ბალიში - თავსა და კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნებას. უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტისა და სასუნთქი გზების სწორი ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას ძილის დროს;
● ზურგის ბალიში - დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან, რაც ზურგის ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მისი გამოყენება იდეალურია მათთვის, ვინც დიდხანს ატარებს დროს კომპიუტერთან ან სამუშაო დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან.
● რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის, თუ გულძმარვა გაწუხებთ. ბალიშს აქვს ამაღლებული ზედაპირი, რაც სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. ეს კი საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
სწორად შერჩეული სამედიცინო ბალიში ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ამიტომ მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში მას საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ორთოპედიული ბალიში სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე ის სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება.