კახა კალაძე ევროკავშირს: გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ - ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებ ხალხს, ეს კატეგორიულად მიუღებელია

კახა კალაძე ევროკავშირს: გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ - ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებ ხალხს, ეს კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროკავშირს მოუწოდა, თუ მოლაპარაკებების გახსნა სურთ, გახსნან.

მისი თქმით, საქართველო მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ამ საკითხით შანტაჟის უფლებას მმართველი გუნდი არავის მისცემს.

„აქ ვართ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ასევე - დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ - ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებ ხალხს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, დააშანტაჟოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ყველას მოგიწევთ შეგუება, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო არის სამშობლო და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და წარსულს“, - განაცხადა კახა კალაძემ.