აქციის მონაწილეები ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრობენ. ერთ-ერთი გეგმის მიხედვით, „კარგი იქნება“ აქციის მონაწილეებმა ცელოფნებში საღებავები რომ ჩაასხან და სამართალდამცველების მისამართით ისროლონ, რათა მათ დამცავი ნიღბები მოიხსნან. ამავე გეგმის მეორე პუნქტში მოწოდება შეეხება პიროტექნიკის მობილიზებას. ასევე საუბარია ცეცხლის დანთებაზე პოლიციელთა შესაკავებლად.
„თუ შედეგი გვინდა, საჭიროა ძალა და ძალადობა“, - წერენ Facebook-ჯგუფში.