მეუფე იაკობი არჩევნებზე: ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან - ვიოლა ფონ კრამონი, ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან - შოლცი - ოპოზიცია ისე იყო, პულსი არ ესინჯებოდა

მეუფე იაკობი არჩევნებზე: ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან - ვიოლა ფონ კრამონი, ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან - შოლცი - ოპოზიცია ისე იყო, პულსი არ ესინჯებოდა

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მღვდელმთავარმა არჩევნებზე ქადაგებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა.

გარდა ამისა, მეუფე იაკობმა ყურადღება გაამახვილა უცხოურ ჩარევებზე და თქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მშვიდობით შეძლებს ყველა პრობლემის მოგვარებას.

„ქართველების დაკვეთა იყო, რომ 150 კაცი აგვერჩია პარლამენტში - ავირჩეთ, არჩევნები ჩატარდა! შევიკრიბოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ქართველ ერს წაადგება. ღვთის ნება რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ დამთავრდებოდა?!

ჩვენი ოპოზიცია ისე იყო, პულსი არ ესინჯებოდა. მათ საზღვარგარეთის დახმარების გარდა არაფერი ჰქონდათ. ჩართეს საქართველოს პრეზიდენტიც. როგორ შეიძლებოდა გაემარჯვა იმ ძალას, რომელიც მხარს უჭერს იმას, რომ ბიჭი ბიჭი არ არის და გოგო გოგო არ არის. ან ღმერთი უნდა აგვერჩია ან - ვიოლა ფონ კრამონი, ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან - შოლცი, ​იცოდეთ, რომ ეკლესია ყოველთვის იქნება ხალხთან“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.