უცხოური დაფინანსებით მოქმედი, სწორედ მილიონერი „ენჯეოები“ არიან, რომლებიც ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს არჩევნები და ხმა წაართვან 1,200მლნ ამომრჩეველს, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრეა და მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩევლებსაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოებში შეტანილ სარჩელებზე საუბრისას.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს სასამართლოებში, დაახლოებით 68 საჩივარი არის შესული, მათგან 64 არის „ენჯეოების“ და 4 - პარტიების მიერ, ისიც „ლელოს“ მიერ შეტანილი საჩივრებია. ისიც ეხება იმას, რომ სიებს ითხოვენ.
„ესეც ცალკე პარადოქსია. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, როდესაც არის საარჩევნო დავები, პარტიები საერთოდ არ მიმართავენ სასამართლოს და უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან დაკავებული ქართული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრით. ესეც ხომ ჩვენ დასკვნის საშუალებას გვაძლევს იმაზე,
თუ რასთან გვაქვს საქმე.
წინასაარჩევნოდაც ვხედავდით, რომ ეს მილიონერი „ენჯეოები“, რომლებიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდებიან, საქართველოში საარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ და ახლა ვხედავთ, რომ სწორედ ეს მილიონერი „ენჯეოები“ არიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი, რომლებიც ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს არჩევნები და ხმა წაართვან 1,200მლნ ამომრჩეველს, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრეა და მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩევლებსაც. მათი ნების მიხედვით იყოს შემდეგ ხელისუფლებები შერჩეული. ამიტომ, ასეთი დასკვნაა, რომ ოპოზიცია არაფერს ასაჩივრებს - სულ ჰქონდათ 4 კინკილა საჩივარი სასამართლოში, მათგან 3 სააპელაციოში წაიღეს. ერთზე თავად თვეს უარი. ძირითადად ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ დემოკრატიას ბრძოლა გამოუცხადა რამდენიმე უცხოური დაფინანსების მქონე მილიონერმა „ენჯეომ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.