შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავდით, ბოლო პერიოდში როგორი მცდელობა არის ოპოზიციის მხრიდან, რომ ყველაფერს ქართულს, ტრადიციულს, ისტორიულს მიაყენონ შეურაცხყოფა. ვნახეთ, თუ რა პასუხი გასცა ამ ყველაფერს 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა

ჩვენ ვხედავდით, ბოლო პერიოდში როგორი მცდელობა არის ოპოზიციის მხრიდან, რომ ყველაფერს ქართულს, ტრადიციულს, ისტორიულს მიაყენონ შეურაცხყოფა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თელავში, სადაც მეფე ერეკლეს დაბადებიდან 304-ე წლისთავი აღინიშნება.

მისი შეფასებით, ამ ყველაფერს ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს გასცა პასუხი.

„ჩვენ ვხედავდით, ბოლო პერიოდში როგორი მცდელობა არის ოპოზიციის მხრიდან, რომ ყველაფერს ქართულს, ტრადიციულს, ისტორიულს მიაყენონ შეურაცხყოფა, დააკნინონ, ამოშალონ, ამოშალონ მეხსიერებიდან და ჩაანაცვლონ ის უცხო ღირებულებებით, უცხო ქვეყნების ისტორიული პერსონაჟებით და ზოგადად უცხო ქვეყნების ისტორიებით ჩაგვინაცვლონ ქართული ისტორია და ჩვენი გმირები.

ჩვენ ვნახეთ, თუ რა პასუხი გასცა ამ ყველაფერს 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა, მაშინ, როდესაც ყველას მათ, ვინც შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს გმირ მეფეებს, ტრადიციებს, რელიგიას, საკადრისი ადგილი მიუჩინა იქ, სადაც უნდა იყვნენ ისეთი ძალები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ჩვენს საერთო სამშობლოსთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.