არავინ ეკითხება „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალ პარტიებს რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ან რას იმოქმედებენ, ვის გაუერთიანდებიან ან ვის გამოეყოფიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს იღებს ის კონკრეტული ძალა, რომელსაც აქვს დიდი გავლენები.
„პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, მათ საჩივრები საერთოდ არ დაუწერიათ. არც პირველ ინსტანციაში ჰქონიათ საჩივრები, გარდა ერთისა - „ლელოსი“ და არც სააპელაციო სასამართლოში.
ამ ყველაფერს აკეთებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ჩვენ ვნახეთ შედეგი, როგორ ცდილობს საია არჩევნების დასრულებიდან ხუთი დღის შემდეგ რომ გაახსენდათ თურმე ჟონავდა მელანი ბიულეტენის უკან და ცდილობენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ხმის მიცემის ფარულობა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.