თინა ბოკუჩავა სააკაშვილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა

თინა ბოკუჩავა სააკაშვილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციაში ბზარების გაჩენა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ სასამართლოს მიერაა დატყვევებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიტაცებულ არჩევნებს უფორმებს.

„დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, მისი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება – კი პრივილეგიად, მაშინ როდესაც ის სწორედ იმ სასამართლოს მიერაა დატყვევებული, რომელიც მიტაცებულ არჩევნებს ივანიშვილს უფორმებს, რომელმაც მეხუთე პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყო და რომელსაც არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერისთვის გამოუტანია პოლიტიკური განაჩენი.

ოპოზიციაში ბზარების გაჩენა დღეს ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა, რადგან იცის, რომ ერთიანი ოპოზიციის პირობებში მიტაცებული არჩევნები ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რომელთაც ივანიშვილმა არჩევანი მოhპარა და რომლებიც ჩვენგან ერთიანი ძალებით გამარჯვების დაბრუნებას ელიან, ყველაზე მეტად ამ ერთობას გავუფრთხილდეთ“, – წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შემდეგ განაცხადა: „სააკაშვილს აქვს საშუალება, საათ-ნახევარი ისაუბროს ყველა თემაზე და თურმე მე არ მაქვს უფლება, სასამართლოში ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებიც ქვეყანას აწუხებს“.

თომა ჰკა! არაქალო მაგ წუნკალ არაკაცს!
2 კვირის უკან