ესეისტი სილვენ ბარონი სოციალურ ქსელში X სალომე ზურაბიშვილის პოსტს ეხმიანება, რომელშიც პრეზიდენტი წერს, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
„სალომე, შენ ხარ თაღლითი. როგორც სოროსის და ამერიკელი ნეოკონების მოახლე, ჯობია ცოტა გაჩუმდე. უცხო აგენტი ხარ ქვეყანაში, სადაც არც კი გაზრდილხარ“, - წერს ბარონი.