მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიცია მეცხრედ დამარცხდა და არ მახსენდება რომელიმე არჩევნები, სადაც ისინი ღირსეულად გამოვიდნენ, ეს დამარცხება აღიარეს და გამარჯვებულებს მიულოცეს

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიცია მეცხრედ დამარცხდა და არ მახსენდება რომელიმე არჩევნები, სადაც ისინი ღირსეულად გამოვიდნენ, ეს დამარცხება აღიარეს და გამარჯვებულებს მიულოცეს

„სანამ ეს ოპოზიცია გვეყოლება, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფ ტემპებში განვითარდეს“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უკვე მეცხრედ დამარცხდა არჩევნებში, მათ ეს დამარცხებები არასდროს უღიარებიათ, რაც მათ სისუსტეზე მიუთითებს.

„უკვე მეცხრედ დამარცხდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და არ მახსენდება რომელიმე არჩევნები, სადაც ისინი ღირსეულად გამოვიდნენ, აღიარეს დამარცხება და გამარჯვებულებს მიულოცეს. 

მე სპორტსმენი ვარ და ისეთ გუნდებში მითამაშია, სადაც გამარჯვებაზე ორიენტირებული, აბსოლუტურად სხვანაირი მენტალიტეტის ადამიანები იყვნენ. გამარჯვებისკენ სწრაფვის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დამარცხების ფასი იცოდე. უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ დამარცხდი და შემდეგ ეს მარცხი გააანალიზო“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.