ზურაბ ქადაგიძე: არსებობდა ორი გეგმა: ერთი გეგმა იყო, რომ „ლელოს“ და გახარიას ტანდემი მომხდარიყო, მაგრამ ეს გეგმა არ გამართლდა. გეგმა ბ იყო ის, რომ მათ აუცილებლად უნდა გადაელახათ ბარიერი, დავალება გაიცა ამაზე

ზურაბ ქადაგიძე: არსებობდა ორი გეგმა: ერთი გეგმა იყო, რომ „ლელოს“ და გახარიას ტანდემი მომხდარიყო, მაგრამ ეს გეგმა არ გამართლდა. გეგმა ბ იყო ის, რომ მათ აუცილებლად უნდა გადაელახათ ბარიერი, დავალება გაიცა ამაზე

ქართული ოცნებისსაპარლამენტო სიის წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ ბარიერგადალახული პარტიების შესახებ გადაცემაშიიმედი LIVE” ისაუბრა.

ქადაგიძე განსაკუთრებულ ყურადღებასგახარია საქართველოსთვისდალელოსუთმობს, რომლის განცხადებითაც,  ამ ორ პარტიას ბარიერის გადალახვაში სწორედნაციონალური მოძრაობისაქტივი დაეხმარა.

არსებობდა ორი გეგმა. ერთი გეგმა იყო ის, რომ ტანდემი უნდა მომხდარიყო ლელოსი და გახარიასი. ამაზე იყო მთელი ძალისხმევა გადასროლილი, ამაში იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილი. ამას ავალებდნენ მას, რომელმაც არაერთხელ აღიარა, რომ ის დადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში და ათანხმებდა სხვადასხვა აქტორებთან ამ საკითხებს და ამას აღიარებდნენ ღიად, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ეს გეგმა არ გამართლდა, არ მოხდა ეს შეკრება და ახლა დარჩა ეგზისტენციალური საკითხი თუ როგორ მომხდარიყო ცალ-ცალკე ამ ორი პარტიის ბარიერის გადალახვა. ვუბრუნდები საარჩევნო პერიოდს და ძალიან საინტერესო რაღაცას გაგახსენებთ, რომ თითქმის ყველა რეგიონშინაცმოძრაობისშტაბები იყო ან დახურული, ან აბსოლუტურად დაცარიელებული და ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის აქტივზე მუშაობდნენ, უცებ ეს ადამიანები მუშაობდნენლელოზე“,გახარიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ გეგმა არ გამართლდა და გეგმა იყო ის, რომ აუცილებლად უნდა გადაელახალელოსდა გახარიას ბარიერი, ამისათვის ყველაზე მეტი რესურსი ვის ჰქონდა?-„ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალურმა მოძრაობამდაარეზერვა საკუთარი აქტივი და აღმოჩნდა ის, რომლელოსასე თუ ისე უჭირდა, მაგრამ გახარიას ძალიან უჭირდა. ადგნენ და დავალება გაიცა ამაზე, „ნაციონალური მოძრაობისაქტივი დაეხმარა გახარიას დალელოსბარიერის გადალახვაში“-აღნიშნა ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, „ლელოსდა გახარიას მეხამრიდის როლი უნდა შეესრულებინათნაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ კამპანიაში, პოლიტიკური კრიზისების დროს.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასსადაც დაჭირდა, „ლელომდა გახარიამ ყველგან პარტნიორობა გაუწიეს.

ნაციონალური მოძრაობათავისი ორთოდოქსული წარსულით და ბნელი ისტორიით, რომელიც მას მოჰყვება, არის მკვდრადშობილი ოპოზიციური პარტია. „ნაციონალური მოძრაობამარტო რომ იყოს პარლამენტში მისი, როგორც ოპოზიციის წონა არის ნული იმიტომ, რომ საზოგადოება აფასებს ამას ძალიან კარგად ხომ? მეცხრე არჩევნები წააგეს ამ ადამიანებმა. აქ იყო საჭირო შირმა, უკაცრავად, ხანდახან ლეღვის ფოთლის ფუნქციის შემსრულებელი პარტიები, როგორიც არისლელოდა გახარია, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად მეხამრიდის როლი შეესრულებინათნაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ კამპანიაში, პოლიტიკური კრიზისების დროს და ამის დასადასტურებლადაც ძალიან ბევრი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია ძალიან მარტივად მათი წინა პოლიტიკური ისტორიებიდან გამომდინარე. სადაც კინაციონალურ მოძრაობასდა ზოგადად მიშამადიდებლურ იდეოლოგიას დაჭირდა, აბსოლუტურად ყველგან, „ლელომდა გახარიამ პარტნიორობა გაუწიესნაციონალურ მოძრაობას“. დღეს საუბრობენ იმაზე, რომ სიტუაციური პარტნიორები ვართ და ასე ფუთავენ. ესენი არ არიან სიტუაციურად პარტნიორები, ესენი არიან დეკლარირებული პარტნიორები და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, დიახ, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, უბრალოდ მცდელობა იყო პატრონებისგან, რომელიც დაავალეს სალომე ზურაბიშვილს, რომ ორი გეგმა უნდა ყოფილიყო. ან ერთი, რომ რამენაირად ამათი ტანდემი მომხდარიყო, შესულიყვნენ და ეს შირმა შეექმნათ, რომ თითქოსნაცმოძრაობისგარდა სხვა ოპოზიციაც არსებობს და მეორე გეგმა ამუშავდა მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ამ პარტიებს ბარიერის გადალახვის პრობლემა ექმნებოდათ. ვინ უნდა დახმარებოდა?- „ნაციონალური მოძრაობა“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Gami ეს კაცი რაღაცას ბოდავს. გამოდის ნაცებს 30% უნდა აეღოთ, თუ მეტი არა და გაუყვეს ხაზარაძე-გახარიას?
2 კვირის უკან
Gami ეს კაცი რაღაცას ბოდავს. გამოდის ნაცებს 30% უნდა აეღოთ, თუ მეტი არა და გაუყვეს ხაზარაძე-გახარიას?
2 კვირის უკან