ლაშა კასრაძე: ვვარაუდობ, რომ შერბილდება აშშ-ს დამტუქსავი პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ალბათ გადაიზრდება უფრო რეალურ პოლიტიკაზე, სადაც ასეთი ნორმატიული მიდგომები აღარ იქნება

ლაშა კასრაძე: ვვარაუდობ, რომ შერბილდება აშშ-ს დამტუქსავი პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ალბათ გადაიზრდება უფრო რეალურ პოლიტიკაზე, სადაც ასეთი ნორმატიული მიდგომები აღარ იქნება

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი ლაშა კასრაძე ვარაუდობს, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ვარაუდობს, რომ შერბილდება დამტუქსავი პოლიტიკა და ალბათ გადაიზრდება უფრო რეალურ პოლიტიკაზე, სადაც ასეთი ნორმატიული მიდგომები აღარ იქნება.

„ვფიქრობ, რომ შეიცვლება რიტორიკა, შერბილდება რიტორიკა. ის ნორმატიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, ამაზე აქცენტების გაკეთება შემცირდება ჩემი აზრით, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ მთლიანი დამოკიდებულება შეერთებული შტატებისა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ არის შეცვლილი გამომდინარე სწორედ იმ გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან, რისი მოწმეც გახდა საერთაშორისო სისტემა. მათ შორის, ჩვენც და ჩვენი რეგიონი, საქართველო და სამხრეთ კავკასია. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ასეთი მამოძრავებელი ძალა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შეცვლის, არის საერთაშორისო სისტემაში განხორციელებული ცვლილებები. ერთ პოლუსიანი სამყაროდან მრავალ პოლუსიან სამყაროზე გადასვლა.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს შესაბამისობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციასთან. ის ბრწყინვალედ იაზრებს ამას, იცის რაც ხდება ამ მხრივ საერთაშორისო სისტემაში. იცის ის, რომ იგივე ასეთი ნეოკონსერვატიული, ნეოლიბერალური პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში, ამერიკაში ვერ გაგრძელდება იმ დონეზე, იმ ინტენსიურობით, რაც იცის ბოლო საერთაშორისო სისტემამ და ჩვენ უკვე ბოლო 30 წელია. აქედან გამომდინარე, საქართველოს მიმართ, ასე ვთქვათ, ყველამ ყველაფერი იცის, დონალდ ტრამპის მრჩევლები იქნებიან მომავალში თუ თვითონ დონალდ ტრამპი, ინსტინქტურადაც კი იციან უკვე, რომ ეს ძველმოდური, ტრადიციული საგარეო პოლიტიკა ჩვენი რეგიონისადმი და ჩვენი ქვეყნისადმი შეუსაბამობაშია საერთაშორისო რეალობაში არსებულ ცვლილებებთან. აქედან გამომდინარე, ვივარაუდებ, რომ რა თქმა უნდა, შერბილდება დამტუქსავი პოლიტიკა, ეს სიტყვა რომ გამოვიყენოთ და ალბათ გადაიზრდება უფრო რეალურ პოლიტიკაზე, სადაც ასეთი ნორმატიული მიდგომები აღარ იქნება“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ჩვეულებრივად შეერთებულ შტატებში.

„ბევრ კარგ რამეს უნდა მოველოდებოდეთ ეკონომიკური განვითარების მხრივ და ასევე, რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობებში, გამოსწორებას იმ დეფექტების, იმ პრობლემებისა, რომელიც დაგროვდა ბოლო 30 წლის მანძილზე გარკვეული იდეოლოგიების შედეგად, აქ ვნახავთ ჩვენ უკვე გამოსწორებას. ამას შევიგრძნობთ, ჩემი აზრით რუსეთთან დამოკიდებულებაში, რაც ავტომატურად უკრაინაში შეცვლას ნიშნავს, ვაშინგტონის პოლიტიკის და ჩვენს მიმართაც და ჩვენი რეგიონის მიმართ“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.