ლაშა კასრაძე დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე: დიდი პოლიტიკური მოვლენაა ეს. პოლიტიკური კაპიტალი, რაც არსებობდა და რაც გაცრუებული იყო „დემოკრატების“ მიერ, ტრამპმა ბრწყინვალედ გამოიყენა

ლაშა კასრაძე დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე: დიდი პოლიტიკური მოვლენაა ეს. პოლიტიკური კაპიტალი, რაც არსებობდა და რაც გაცრუებული იყო „დემოკრატების“ მიერ, ტრამპმა ბრწყინვალედ გამოიყენა

დიდი პოლიტიკური მოვლენაა ეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ, დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უპრეცედენტო იყო 2016 წელს დონალდ ტრამპის გამარჯვება, როდესაც მან ჰილარი კლინტონი დაამარცხა, ახლა კი პრეზიდენტის პოსტზე მის ხელმეორედ არჩევას აშშ-ში „დიდებულ დაბრუნებად“ აფასებენ.

ლაშა კასრაძის განცხადებით, დონალდ ტრამპის გამარჯვება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

„ნახევარი ამერიკა მიესალმება დონალდ ტრამპის არჩევას. აგრძელებს ამერიკა პოლიტიკურ ცხოვრებას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ქვეშ.

მიზეზი იყო ის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ბოლო 30 წლის მანძილზე თავისი ამომრჩეველი დაკარგა, მომუშავე ამერიკელი, რომელიც მის საარჩევნო ბაზას ქმნიდა, რამდენიმე დეკადის უკან ჩამოსცილდა და იმედები გაუცრუა. ამით ტრამპმა ისარგებლა და პოლიტიკურად ბრწყინვალედ მოხიბლა მშრომელები და პოლიტიკური კაპიტალი, რაც არსებობდა და რაც გაცრუებული იყო „დემოკრატების“ მიერ, ტრამპმა ბრწყინვალედ გამოიყენა“, - განაცხადა ლაშა კასრაძემ.