"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოხარულია, აშშ-შიც რომ მშვიდობა ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს.
ქართველიშვილის განცხადებით, ყველას უხარია ტრამპის გამარჯვება, ვინაიდან, ქართველების უმეტესობის გზას დაადგა ამერიკელების უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს ეკონომიკის დასტაბილურებას, საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებას, ოჯახურ ფასეულობებს და მშვიდობას, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირდება.
"ყველას გვიხარია, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გზას დაადგა ამერიკელთა უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს: ეკონომიკის დასტაბილურებას, საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებას, ქვეყნის დეკრიმინალიზაციას, ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს. და რაც მთავარია - მშვიდობას, რომელიც მოსწყურდა უკრაინას, ევროპას, ამერიკას, საქართველოს და ზოგადად - მსოფლიოს." - წერს ქართველიშვილი.