საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოპოზიციის უარს არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამ თემაზე მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მათი წარმოდგენით, ხალხის მოტყუებას პასუხისმგებლობა არ მოსდევს, ხოლო გამოძიების მოტყუებას მოსდევს კონკრეტული პასუხისმგებლობა და ამიტომ ცდილობენ, პროკურატურას და გამოძიებას თავი აარიდონ“, - განაცხადა მდინარაძემ.
გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე კიდევ რამდენიმე ადამიანია დაბარებული, მათ შორის „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც მტკიცებულებების წარდგენას აანონსებს.