გიორგი რურუა მოწმის სახით სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი რურუა მოწმის სახით სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაასაჯაროვა. სუსში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ამავე საქმეზე უწყებაში უკვე არაერთი პირი გამოიკითხა. როგორც ცნობილია, რურუამ სუსში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და სავარაუდოდ, გამოძიების კითხვებს სასამართლოში უპასუხებს.