ამ მომენტისთვის „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 205 ხმა აქვს, ხოლო მის ოპონენტს, კამალა ჰარისს - 117 ხმა.
ტელეკომპანია Fox News-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპი იმარჯვებს შემდეგ შტატებში: ინდიანა, კენტუკი, დასავლეთ ვირჯინია, ალაბამა, ფლორიდა, მისისიპი, მისური, ოკლაჰომა, სამხრეთ კაროლინა, არკანზასი, ტენესი, იუტა, მონტანა, ოჰაიო, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, ტეხასი, უაიომინგი, ჩრდილოეთ დაკოტა, ლუიზიანა, კანზასი, ხოლო კამალა ჰარისი კი კონექტიკუტის, მასაჩუსეტსის, მერილენდის, როდ-აილენდის, ნიუ-ჯერსის, ილინოისის, მენის, დელავერის, კოლორადოს, ნიუ-იორკისა და ვერმონტის შტატებში და კოლუმბიის ოლქში.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.