ზურაბ აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: ღიად დგება იმ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად, რომლებიც რამდენიმე წლის წინ სწორედ მის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ

ზურაბ აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: ღიად დგება იმ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად, რომლებიც რამდენიმე წლის წინ სწორედ მის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ

როდესაც ინსტიტუციის წარმომადგენელი, პრეზიდენტი გამოდის და არჩევნების მეორე დღეს ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ.

„ასეთი განცხადებები გარკვეულ ფონს ქმნის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი ღიად დგება იმ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად, რომლებიც რამდენიმე წლის წინ სწორედ მას და მის არჩევნებს უწოდებდნენ გაყალბებულს, სწორედ ეს ადამიანები დაიყენა დღეს ქალბატონმა ზურაბიშვილმა გვერდით და იმათთან ერთად აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით მიუღებელია.

„როგორ შეიძლება პრეზიდენტმა ასე მიმართოს თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ასეთი ენით ესაუბროს?! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო პერიოდია ის სერიოზულ საბოტაჟს ეწევა ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად არცერთი ელჩი აღარ ინიშნება, იმიტომ, რომ ხელს არ აწერს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს.