ტოპტვინებმა, საიდან ვიცოდით წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგას ალეკო გეტყვითო. ამ დროს ალეკოც არაფერს ამბობს და თენგო სადაა?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.