FOR.GE სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროს პირადი კონტაქტის საშუალებით რამდენიმე წუთით გაესაუბრა.
თეთრი სახლის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კომუნიკაცია ევალება, გვეუბნება, რომ საქართველოში ოპოზიციის მარცხმა ეგრეთწოდებულ „დიფ სთეითს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“ გარკვეული გადაწყვეტილებების ფორსირებისკენ უბიძგა.
ჩვენი რესპოდენტი გვეუბნება, რომ საქართველოში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. ეს მოცემულობა კი მნიშვნელოვანწილად შეცვლიდა რეალობას უკრაინის ფრონტზე. გამომდინარე იქედან, რომ რუსეთს სამხრეთში ჯარების დიდი რაოდენობის მობილიზება დასჭირდებოდა, ამ მანევრით უკრაინას მიეცემოდა ამოსუნთქვის საშუალება, ხოლო კამალა ჰარისის ადმინისტრაცია გააგრძელებდა ომის ფორსირების მხარდაჭერას ამჯერად ორ ფრონტზე.
გეგმის ეს ნაწილი ჩავარდა, რადგან საქართველოში მოქმედმა ხელისუფლებამ გაიმარჯვა, რომელიც კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევს „დიფ სთეითს“ მეორე ფრონტის გახსნაზე, რის გამოც რეალურმა მმართველებმა ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის გამარჯვება, უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა და დროებითი პაუზის აღება გადაწყვიტეს.
რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში, მაგრამ ანონიმური წყარო გვიდასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდა, რამაც ფაქტობრივად, ამერიკის პრეზიდენტის ვინაობა გაარკვია.