ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო მიტინგებში მონაწილეობს. დეპუტატი სვავს კითხვას,რა კავშირშია არჩევნები ეკოლოგიასთან.
„გრეტა ტუნბერგი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად თბილისში, რათა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში ეჭვი შეიტანოს. მაგრამ რა კავშირია ეკოლოგიასა და საქართველოში არჩევნებს შორის? არანაირი! მრავალმხრივი გავლენა პოლიტიკაში? სამომავლო სამუშაო! CV-ი სოროსს უნდა გადაეგზავნოს“, - წერს მარიანი.
გუშინ მედიამ გაავრცელა ინფორმაციას, რომ გრეტა ტუნბერგი თბილისში ჩამოვიდა. მოგვიანებით გავრცელდა კადრება, სადაც ჩანს, რომ შვედი ეკოაქტივისტი თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მივიდა.