გამოსაძიებელი თუ რამეა, ეს არის „ედისონ რისერჩის“ და „ჰარისის“ გაყალბებული ეგზიტპოლები, რა დგას ამის უკან, ფული თუ პოლიტიკური კორუფცია - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ვთქვით, რომ დგას პასუხისმგებლობა „ედისონ რისერჩისა“ და „ჰარისის“, რომლებმაც „ფორმულისთვის“ და „მთავარი არხისთვის“ გააკეთეს ეგზიტპოლები და 12-13%-ით ასცდა რეალურ მაჩვენებელს. საპასუხოდ, ამ კომპანიებმა დაიწყეს მტკიცება, რომ თითქოს ცესკო-ს მონაცემებია აცდენილი და სტატისტიკურად შეუძლებელია, ასეთი შედეგები ყოფილიყო.
დიახ, სტატისტიკურად შეუძლებელია ის, რაც დაწერა „ედისონ რისერჩმა“ და „ჰარისმა“. ზუსტად ეს სხვაობა აჩვენებს, რომ მათ გააყალბეს ეგზიტპოლები და თუკი რამეა გამოსაძიებელი, მათ შორის რომელიმე საერთაშორისო ჯგუფის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საიდანაც ეს ორი კომპანიაა, ესა რატომ გააყალბა „ედისონ რისერჩმა“ და „ჰარისმა“ ეგზიტპოლები; რა დგას ამის უკან, ფული თუ პოლიტიკური კორუფცია. შეგახსენებთ, ამ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით სხვადასხვა აქტორი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ ეგზიტპოლი უფრო მართალია, ვიდრე შედეგები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.