3 111 უბანზე კომისიის 25 ათასმა ოპოზიციონერმა წევრმა სულ 9 განსხვავებული აზრი დაწერა, - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„დღეს ბევრს საუბრობენ, რომ თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. სინამდვილეში თუ ჩავხედავთ რამდენი საჩივარი დაიწერა საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა დონეზე, ვნახავთ, რომ 2020 წელს ეს თუ იყო 2 054 საჩივარი, წელს კი 1 170 ჯამში საჩივარი დაიწერა. შეგახსენებთ, რომ საჩივრების დიდი რაოდენობა დასრულების შემდეგ დაიწერა.
საინტერესოა, რომ 3 111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 ათასი კომისიის წევრი ჰყავდა, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ესეც უჩვენებს, სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი, იმის საპირწონედ, რასაც ვისმენთ ტელევიზიაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.