ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციიდან „ქრონიკის“ ჟურნალისტი იტყობინება, იგი დაგვიანებით დაიწყო და ამ წუთებში შეკრების მონაწილეებს ლიდერები მიმართავენ.
აქციაზე არ იმყოფება ნიკა გვარამია, რომელიც რუსთაველის გამზირზე დასადგმელად კარვებს აგროვებდა.
ოპოზიციონერ ლიდერებს სამოქმედო გეგმა არ გაუჟღერებიათ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა პროტესტი გამოხატონ. თავიანთ გამოსვლებში მათ მხარდამჭერებს შენობების ბლოკირებისკენ მოუწოდეს, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს შენობის, რათა დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცეთ. ასევე უნდა გადაიკეტოს ქუჩები. აქციაზე გამოფენილია მიხეილ სააკაშვილის ფოტოებიანი პლაკატები.
ამასთან, შეკრებაზე მამუკა ხაზარაძემ კითხვა დასვა, თუ რა არის ოპოზიციის გეგმა და მანვე უპასუხა: „გეგმა ვართ ჩვენ“.