ვის შეუძლია ისაუბრო იმაზე, რომ ეს ხელისუფლება თითქოს და, ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ ხედავს, რომელიც უკვე ამდენი წლის განმავლობაში ეწევა საკმაოდ პრაგმატულ პოლიტიკას, - განაცხადა „დღის ქრონიკის“ ეთერში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, რომელიც საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა.
„ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რას ემსახურება დესტრუქციული ძალები და მათი ე.წ. ტელევიზიები. ეს არის დეზინფორმაციის შეფუთვა, იმისთვის, რომ თითქოსდა ადამიანები გააბრაზონ. თავად ოპოზიციამ დააანონსა, რომ მათ სურთ, ადამიანების გაბრაზება, განრისხება. თუკი ეს ხდება ხელოვნურად, რომელიც ძალიან მალე გამოაშკარავდება, როგორც წესი, ძალიან მალე უკუშედეგს მიიღებენ.
ვის შეუძლია ისაუბრო იმაზე, რომ ეს ხელისუფლება თითქოს და, ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ ხედავს, რომელიც უკვე ამდენი წლის განმავლობაში ეწევა საკმაოდ პრაგმატულ პოლიტიკას. მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განსხვავებით იმ ძალებისგან, რომლებიც მანამდე იყვნენ ხელისუფლებაში და რეალურად რუსეთს ხონჩით მიართვეს ეს ტერიტორიები, რათა ოკუპაცია განხორციელებულიყო“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა პრეზენტაცია, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სპეკულაციური განცხადებები გააკეთეს.