მაკა ბოჭორიშვილი:  ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია

მაკა ბოჭორიშვილი:  ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია

„30 ოქტომბერს, ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური შეფასების ანგარიში. შეფასების ანგარიში მოიცავს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოების, თურქეთის, ასევე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შეფასებას“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმაქართული ოცნებისცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაეფუძნა სწორედ იმ პროგრესის შეფასებას და ანალიზს, რაც ევროკომისიამ გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში.

ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უკვე მეორედ აფასებს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ხარისხს. წარმოდგენილი ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველმოკლებულია. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში საქართველოს კონსტიტუციის, ქართველი ხალხის ნების და ასოცირების შეთანხმების წარმატებული შესრულების, გათვალისწინებით გააკეთა. გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაეფუძნა სწორედ იმ პროგრესის შეფასებას და ანალიზს, რაც ევროკომისიამ გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში და რომელიც ცხადყოფდა საქართველოს წინსვლას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით.“-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.