მიხეილ სააკაშვილი: პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა

მიხეილ სააკაშვილი: პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა

პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს, შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა, – წერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„ახლა არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა", - წერს სააკაშვილი და განგრძობითი პროტესტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ „დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ“.

„აქამდე ვიძახდით, რომ ჩვენ არ ვართ ბელორუსები და ვენესუელელები და უფრო მეტად ვიაქტიურებდით. სინამდვილეში, უნდა ვაღიაროთ, რომ იმავე ბელორუსებმა დღეის მდგომარეობით ჩვენზე ბევრად აქტიურად იბრძოლეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

თომა 🤣🤣🤣🤣🤣
3 კვირის უკან