„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რატომ არ აქვეყნებს პარალელური დათვლის მონაცემებს.
ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და პარალელური დათვლის მონაცემები ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი.
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.
აქედან გამომდინარე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი“,- ნათქვამია განცხადებაში.
გვარამია და სხვები ამბობენ ედისონამ ასე თქვაო:)) რად გინდათ მაშინ არჩევნები და ცესლოს ამხელა აპარატის რჩენა, საჭირო დროს დაუძახეთ ედისონ რიჩერსს, ჩაატარებს კვლევას და მორჩა, რასაც ის იტყვის ის იყოს ფაქტი!
ნამუსი რომ გქონდეთ დღესაც რომ ვერ ხვდებით რაში რა როგორ მოგატყუეს, წადი პოლიტიკიდან და ვულკანიზაციაზე იმუშავე!